არჩევნები
ზუგდიდის მეოთხმოცე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი მივიდა (ვიდეო)
ზუგდიდში, მეოთხმოცე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს შემოწმებისას მარკირება აღმოაჩნდა, შესაბამისად მას კომისიის წევრებმა უბანი დაატოვებინეს.
"შეცდომით მოვიდა ამ უბანზე, თუმცა, ნაკადის მომწესრიგებელმა შენიშნა, რომ მარკირება გავლილი ჰქონდა და უკან გავაბრუნეთ", - თქვა უბნის თავმჯდომარემ გიორგი მოსიამ.

ამავე უბანზე დაფიქსირდა მსგავსი კიდევ ერთი შემთხვევაც. ერთ-ერთი ამომრჩეველი კამათობდა, რომ მას ამ უბანზე მარკირება გაუკეთეს, თუმცა, სიაში არ აღმოჩნდა. შემდეგ ამომრჩეველი ამავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანზე შევიდა ხმის მისაცემად, თუმცა, ვინაიდან მარკირება ჰქონდა გავლილი, უკან გააბრუნეს და ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა.


ამავე უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევაც. ენმ-დან კომისიის წევრის ფატი შენგელიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ამომრჩეველი უბანზე სალომე ზურაბიშვილის აგიტაციას ეწეოდა, თუმცა, მას უბანი დაატოვებინეს. ამ ფაქტზე ენმ-ის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.
alt
კომისიის თავმჯდომარის გიორგი მოსიას თქმით, მან აღნიშნული ამომრჩეველი გააფრთხილა, რომ ნების გამოხატვა უბანზე არ შეიძლებოდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა რადიო "ათინათს" კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში #80-ე საარჩევნო უბანთან მოქალაქეების რიგია
Print