არჩევნები
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს ®️
პატივცემულო ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატივი მაქვს დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ ყოველმხრივი კეთილდღობა ამ საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

მსურს გამოვხატო გულწრფელი რწმენა რომ ტრადიციული მეგობრული და ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა კვლავაც დინამიურად განვითარდება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს.პოლონეთი უცვვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.

პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად,მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული.გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში.

ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჯის ამაღლებისა და აგრეთვე ეკონომიკურ- სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება.

პატივისცემით ,

ანდჟეი დუდა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
Print