საზოგადოება
ბუბა სორდიას „აკუსტიკური დაპირებები“ (ფოტო)
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა და კარლო კაჭარავას ლექსები წაიკითხა.

" ეს აქცია- პერფორმანსი მიეძღვნა არაფრისგან დაღლას, რომ გაქვს ენერგია და ამ ენერგიას ვერ იყენებ სწორად, რადგან იმედი ჩაქრა. აკუსტიკური დაპირებები არის განწყობა, ერთ-ერთი ზუგდიდელის, რომლისთვისაც ზუგდიდზე მეტი და დიდი ერთობა ან პარტია არ არსებობს. პოზიცია იმ კაცის, რომელიც
დაიღალა დუმილით, პირში წყლის გამოვლებით - ეს წყალი უკვე ადუღდა და მე ბევრს ვიცნობ ასეთს. სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს ვიღაცა ან რაღაცა გადაგვარჩენს", - უთხრა სორდიამ რადიო "ათინათს".

საღამოს ერთ-ერთი სტუმარის დავით ლოგუას თქმით, საკუთარი შესრულებით ბუბამ არამხოლოდ საკუთარი, არამედ საზოგადოების სხვა წევრების სათქმელიც თქვა.

"ბუბას აღმოხდა ყველა ჩვენთაგანის, მათ შორის ჩემი პროტესტი, მან სიმღერით გამოხატა ის რაც ჩვენ გარშემო ხდება, ის რაც არ მოგვწონს, რაც სიამოვნებას ნამდვილად არ გვანიჭებს. ეს არის პროტესტი სწრაფი უკუსვლის, როცა ყოველდღიურობა პროგრესის მომტანი არ არის", - აღნიშნა მან.

საღამოს დასასრულს "MegoBar-ში" შეკრებილებმა Adhil Moorish ლაივ შესრულება მოისმინეს.
Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2019
ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ანიმაციიური ფილმების ფესტივალი „თოფუზი 2019“ გაიმართა. გასართობ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებაზე მოეწყო ვორქშოპი, სადაც
19 / აპრილი 2019
ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პროკოპენკო ამბობს, რომ მას უმადურ ხალხში ზუგდიდის მოსახლეობა არ უგულისხმია. უმრავლესობის დეპუტატის მტკიცებით, მან ის ოპოზიციური
19 / აპრილი 2019
სოხუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში 1979 წელს დაბადებული ომარ მირცხულავა გაიტაცა.
საზოგადოება
ზუგდიდელმა ქალმა, რომელსაც მეუღლე, დაახლოებით, 2 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაეღუპა, მისგან შვილი, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გააჩინა.
სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან ზუგდიდში, "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გამოუგზავნა.
ზუგდიდში, რუსთაველის ნომერ 150-ში ავეჯის ახალი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიათა ქსელი „პანცილიონი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნებისმიერი სახეობისა და დიზაინის საოჯახო ავეჯს სთავაზობს.
გამოკითხვა
მიდიხართ თუ არა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.