არჩევნები
ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ პოლიციის სამმართველოს შენობა უკვე დატოვა. ის სამმართველოს ეზოში იმყოფება, თუმცა ჟურნალისტებს მისთვის კითხვის დასმის საშუალება ჯერ არ აქვთ. შენობაში ამ დრომდე რჩება ენმ-ის აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია, რომელთანაც მისი ადვოკატი შეუშვეს.

შენობაში ასევე შევიდა სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორი ლევან პაპავა. უფრო ადრე, სამმართველო დატოვა პარტიის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ.

მანამდე, პოლიციის სამმართველოში მცირე ხმაურიც იყო. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსთან ირაკლი ფაცაციასთან ითხოვდნენ შეხვედრას და პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არიან ამ დრომდე დაკავებულები ენმ-ის წევრები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ენმ"-ის ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია დღეს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.


ამავე თემაზე:

გიორგი პატარაია: სამწუხაროა, რომ პოლიცია იმ კანდიდატის დევნითაა დაკავებული, რომელიც იგებს


Print