არჩევნები
თალაკვაძე: ენმ-მ იცის, რომ არჩევნებში იმარჯვებს გეგა შენგელია და ემზადებიან არეულობისთის
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ იციან, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში გიორგი (გეგა) შენგელია იმარჯვებს და ამიტომ ისინი არულობისტვის ემზადებიან. მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას წარმომადგენლები არშემდგარი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებიდან ჰყავთ.

"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებს აქვთ იგივე მონაცემები, რითაც იციან რომ ქართული ოცნების კანდიდატი ფლობს უპირატესობას. ამით აიხსნება ის რომ ამ ბოლო დღეების განმავლობაში მათი კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებით და მცდელობებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს არაერთ უბანზე. ისინი ემზადებიან არეულობისთვის. მათ ყავთ მობილიზებული სხვადსხვა ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი არასამთავრო და მედიაორგანიზაციები. მაგალითად, ,,აპრიორი“, ,,პოლიტიკოსთა სამართლის ობსერვატორია“ ,მედიაპლატფორმა და მედია კომპანია ,,სის პოპი“ და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვის არის შექმნილი და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებულთა უმრავლესობას ხვალ არჩევნებზე ექნება ზონდერის და პროვოკაციების მოწყობის ფუნქცი.  ამას იმიტომ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა თითეულ დარღვევაზე და წითელი ხაზების გადაკვეთაზე, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს იქნება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ თითეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანი, თითეული ხმა იყოს დაცული“ , - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ამომრჩევლების მისამართით, თქვა რომ გეგა შენგელია უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტიურობის შემთხვევაში მას აქვს რეალური შესაძლებლობა პირველივე ტურში გაიმარჯვოს. გარდა ამისა, მხარდამჭერებს აქტიურობიკენ მოუწოდა, რათა ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში გეგა შენგელიას გამარჯვებას.

Print