არჩევნები
ზუგდიდის საოლქო: ყველა უბანი 7 საათზე გაიხსნა
#67 ზუგდიდის საოლქო კომისიის ინფორმაციით, 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად, ზუსტად 7:00 საათზე გაიხსნა. რაც შეეხება ამომრჩევლის მიღებას, რომლისთვისაც უბანი 8 საათზე მზად უნდა იყოს, კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ამბობს, რომ 7 უბანი ამომრჩევლის მისაღებად ცხრის წუთებზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ პირველი ამომრჩევლის მიღება მცირე დროით დაგვიანდა.

საოლქოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ცნობით, ამ წუთებში საჩივარი იწერება #73 უბანზე. კერძოდ, ოპოზიციის წარმომადგენლები საჩივარს მმართველი პარტიის წევრის მიმართ წერენ, რომელმაც მათივე ცნობით, კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, იმ მიზეზით. რომ მას არ სურდა გადასატანი ყუთის გაყოლა. ამ დროისთვის "ქართული ოცნების" წარმომადგენლის პოზიცია უცნობია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში დღეს ახალ მერს ირჩევენ

ზუგდიდის საოლქო: ყველა უბანი 7 საათზე გაიხსნა


Print