არჩევნები
სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სადრა რულოვსმა ხმა #82-ე უბანზე მისცა. უბნიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნელია. "ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს, ცვლილებებს ზუგდიდში, ნეპოტიზმისა და კორუფციის გარეშე. მთელი ქვეყანა გვიყურებს და ახლა ცვლილებების დროა. თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძოს ეს პასუხისმგებლობა და მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას",- განაცხადა რულოვსმა. 


მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ზუგდიდში არ იქნება ნეპოტიზმი და მოქალაქეები იქნებიან დაცულნი.

"ნეპოტიზმის ნაცვლად იქნება ადამიანზე ზრუნვა, სადაც იქნება განვითარება, დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში. გვიყურებს ქვეყანა და არის ცვლილებების მოლოდინში. თითოეულმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლიბას", - თქვა მერობის კანდიდატმა.

ამავე თემაზე:

საარჩევნო უბანთან გასროლის ფაქტზე ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ზუგდიდის მერის არჩევნები - განახლებადი

ზუგდიდში დღეს ახალ მერს ირჩევენ
Print