არჩევნები
ცესკო: ზუგდიდში 10:00 საათისთვის საკუთარი ნება 9 734 გამოხატა
ცესკოს მონაცემებით, 10:00 საათვის ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობამ 8, 1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ნება 9 734 გამოხატა. ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან სამმა (დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ზუგდიდელები მერს არა 4 წლის ვადით, არამედ, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2021 წლამდე ირჩევენ.

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ 2018 წლის 12 სექტემბერს სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგა. მოგვიანებით, ის ქრთამის აღების ბრალდებით უკვე ყოფილ ვიცე მერთან ერთად დააკავეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის არჩევნები - განახლებადი

ზუგდიდში დღეს ახალ მერს ირჩევენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.