არჩევნები
ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს (ვიდეო)
ენგურის ხიდზე აფხაზეთის ოკუპირებული სოფლებიდან მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეუფერხებლად და აქტიურად გადმოდის. აფხაზეთში მცხოვრებლების ნაწილი, რომელმაც უკვე გააკეთა საკუთაში არჩევანი და სახლში ბრუნდება, ამბობს, რომ საქრათველოს მომავალს მისცა ხმა.

"გუშინ გადმოვედი, რომ არჩევნებში მიმეღო მონაწიეიბა. ახლა ვბრუნდები სახლში. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს",- ამბობს გაგიდის მკვიდრი.

ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს.

Print