არჩევნები
კ​ახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს (ვიდეო)
ზუგდიდის სოფელ კ​ახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი, "რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. 

როგორც ის აცხადებს, საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, როდესაც ნიკა გვარამიამ ხელიდან პარკი გამოგლიჯა, სადაც პირადი ნივთები ჰქონდა, ასევე წაართვა საარჩევნო აკრედიტაცია.

ინციდენტში სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ჩაერთნენ, გვარამია ადგილზე დაცვის ათამდე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ ქალბატონს ხელიდან მხოლოდ გამოგლიჯა აკრედიტაცია.

"ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბარი ტყუილია. ხელიდან გამოვგლიჯე ის, რაც ეჭირა, რადგან მაინტერესებდა, ვინ იყო პროვოკატორი და აღმოჩნდა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი", – განაცხადა გვარამიამ.

ინციდენტის შემდეგ, ნიკა გვარამიას ადგილზე მყოფები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამასთან, რომელიც ქალი, რომელი აცხადებდა, რომ ნიკა გვარამია ფიზიკურად დაუპირისპირდა შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის ის გამოკითხვაზე იმყოფება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

Print