არჩევნები
კობა ნაყოფია: ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე ჩვენი მხარადამჭერიც იმყოფება
სამმართველოში საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი იკითხება. ადგილზე იმყოფებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციელებმა მათი მხარდამჭერიც უსამართლოდ დააკავეს და დაკითხვაზე იმყოფება. 

"აუცილებალდ უნდა შევხვდე. იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი არის არასრულწლოვანი. დაკავების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უკანონოდ არიან დაკავებულები", - აცხადებს ნაყოფია.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში "ქართული ოცნების" კოორდინატორის კობა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა.

აღნიშნული პირის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში , ზუგდიდის 21-ე სააეჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, რა დროსაც, ის ზუგდიდის საკრებულოს წევრს ანა წითლიძეს ხელით შეეხო.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას მომხდარზე პასუხისგემა ადმინისტრაციული წესით მოუწევს.
Print