არჩევნები
"ქართული ოცნება" ზუგდიდში ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ისინი პირველ ტურშივე იმარჯვებენ და ზუგდიდის მერი გეგა შენგელია გახდება, თუმცა მხარდამჭერებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 

"ახლა იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის და ეს ადამიანები უკვე მზად არიან მოვიდნენ, დაგვიდასტურეს მათი მონაწილეობის შესახებ და ჩვენ კიდევ მეტ და დიდ უპირატესობას ველოდებით ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ. ხოლო, რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა პროვოკაციების ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და სხვადასხვა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადზე ცხადია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, სიტუაციის ე.წ ადუღება, როგორც ისინი ამბობენ და შემდგომში ამ ვითარების გავრცობა მთელს საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდიდან ისინი ვერ მოახერხებენ", - თქვა შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა
Print