ახალი ამბები
დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 5 ლარიანი ბანკნოტები შევიდა
დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები შევიდა, რომელიც მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება. განახლებულ ბანკნოტზე წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი. უკანა მხარეს კი - ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ბანკნოტზე დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და თანამედროვე დამცავი ნიშნებით, დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის. განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

წყარო: bpn

Print