ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ისევ ნატა ძველიშვილი აირჩიეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ ქარტია ავრცელებს. მათივე ცნობით, ძველიშვილმა საბჭოს წევრთა 7 ხმა მიიღო, მეორე კონკურსანტმა, ირმა ზოიძემ კი - 1 ხმა.

ნატა ძველიშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წელს გახდა. ქარტიის წესდების თანხმად, აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია, რის შემდეგაც აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

Print