ახალი ამბები
მოსალოდნელი შტორმი, ღვარცოფი და მეწყერი - საქართველოში ამინდი უარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ქარბუქი და 4-6 ბალიანი შტორმი. ამასთან, მაღალ მთაში სინოპტიკოსები თოვლს ელოდებიან.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ამინდი ხვალ საღამოდან გაუარესდება და ჰაერის სავარაუდო მაქსიმალური ტემპერატურია 6-დან 11 გრადუსამდე იქნება.

Print