ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: ფაროსანა ორ წელიწადში ვერ დამარცხდება, თუმცა ზიანის შესამცირებლად მაქსიმუმს ვაკეთებთ
სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ აზიური ფაროსანას პოპულაციის კონტროლქვეშ მოქცევა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მავნებელი ერთ და ორ წელიწადში ვერ განადგურდება, თუმცა ბრძოლის სტრატეგია არსებობს.

„ნებისმიერი ბუნებრივი მტერი შეიძლება განვიხილოთ, თუმცა მათი შემოყვანა მეცნიერების მრავალწლიანი შრომის და მუშაობის შედეგად შეიძლება მოხდეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ზიანი ნაკლები იყოს“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

ხანიშვილმა აღნიშნა, რომ ფაროსანასთან სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ერთობლივი ბრძოლაა საჭირო.



Print