ახალი ამბები
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს
25 დეკემბერს კათოლიკეები, პროტესტანტები, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, კვიპროსის, ბულგარეთის, რუმინეთის, ელადის ეკლესიები, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობენ.

შობას საქართველოში მცხოვრები კათოლიკებიც აღნიშნავენ.

შობის დღესასწაული მიულოცეს მოქალაქეებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.

"მაცხოვრის შობა ჩვენი თავისუფლებისა და განახლების მაუწყებელია. სხვათა თავისუფლებისთვის თავგანწირვა ქრისტეს ცხოვრების არსია. სწორედ ამ უზენაესი ზნეობრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფასეულობის ჩვენ ყოველდღიურობაში გასაძლიერებლად მომდევნო, 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე“, - წერს პრეზიდენტი.

"მაცხოვრის შობა ახლის დაბადებისა და განახლების სიმბოლოა, ეს არის სიკეთის, სიყვარულისა და სათნოების დღესასწაული. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას," - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მისალოც წერილში.

საშობაო მესას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში გუშინ პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.


Print