ახალი ამბები
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღევლინება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.

ახალი აღთქმის თანახმად, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".

ვნების კვირის შაბათის გამო, ეს დღე მორწმუნეებისთვის მხოლოდ ზეთითა და ღვინით არის ხსნილი.

Print