ახალი ამბები
შსს: ერთ თვეში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სულ 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.

ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს: 12 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 73 კარაბინი, შაშხანა და სანადირო თოფი - 34 ცეცხლსასროლი პისტოლეტი და რევოლვერი, 11 თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, 18 აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

შსს-ს ინფორმაციით, 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

Print