ახალი ამბები
NDI: საქართველოში საპარლამეტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაიზარდა
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა. გამოკითხულთა 24 % აცხადებს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა, 9 % მიიჩნევს, არ შეცვლილა, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ ააქვს. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდილილების ზღვარი 2/3 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

Print