ახალი ამბები
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წელი გავიდა
9 მაისის - ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში დღეს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ ზუგდიდშიც, სადაც ომის ვეტერანებს მერიაში უმასპინძლებენ.

Print