ახალი ამბები
TI: ადგილობრივ ხელისუფლებას სრულად გამოკითხულთა 11 % ენდობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას გამოკითხულების მხოლოდ 11 % ენდობა სრულად. ამავე კითხვაზე რესპონდენტების 21 % ამბობს, რომ უფრო ენდობა, ვიდრე - არა, 31 % კი ნაწილობრივ ენდობა. ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობა საერთოდ არ აქვს გამოკითხულების 14 %-ს, 15 % კი უფრო არ ენდობა, ვიდრე პირიქით.



კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოქალაქეების 55 %-ზე მეტი მიიჩნევს, რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. ამასთან, 36 % თვლის, რომ ე.წ. „რეიდების“ ჩატარება გამართლებულია.

კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 ადამიანი გამოიკითხა. ის კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საკითხებს მოიცავდა.

Print