ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტს წარუდგინა
მართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტს შერჩეული კანდიდატი შვიდი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი ვალდებულია ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად წარუდგინოს.

ამის შემდეგ პარლამენტი ერთი კვირის განმავლობაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომით უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გუშინ ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინა.


ამავე თემაზე:

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა
Print