ახალი ამბები
პრემიერი: სახელმწიფო უწყებებში ავტომობილებთან დაკავშირებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, სიტუაცია, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ავტომობილებთან, განსაკუთრებით პერსონალურ ავტომობილებთან დაკავშირებით ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. აღნიშნული განცხადება მან მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამასთან, პრემიერი ავტოპარკის თემაზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოსვლას გეგმავს.

“მთავრობის შემდეგ სხდომაზე აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც დამუშავებულია და არა მხოლოდ “ჯიპებს“, არამედ ზოგადად ავტოპარკს - განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არის, მე ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ყველა საჯარო დაწესებულებას შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალა.

ამავე თემაზე:

საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომანქანების ყიდვა აეკრძალათ

Print