ახალი ამბები
სოზარ სუბარი რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისს მამუკა ბახტაძის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ამის შესახებ მედია საშუალებას მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. გარდა ამისა, განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად განათლების ყოფილი მინისტრის მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.


Print