ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი თანამებობიდან გადადგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს დღეს თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ კი მისი განცხადება დააკმაყოფილა. ამავე ცნობი თანახმად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა.
Print