ახალი ამბები
NDI-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას უნდა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. კვლევის შედეგების თანახმად, რესპოდენტთა 81% ევროკავშირის წევრობის მომხრეა, 12%-ისთვის კი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია. 6%-მა კი არ იცის, მისაღებია თუ არა მათთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, განაცხადა, რომ არ იცის.

საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.
Print