ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება.

„მინდა, გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა სალომე ზურაბაშვილმა.


ამავე თემაზე:

"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა


Print