ახალი ამბები
მართვის მოწმობის ტესტებს ბილეთები ემატება
სექტემბრის ბოლოდან მართვის მოწმობის ტესტებს ახალი საგამოცდო მილეთები დაემატება. საუბარია 51 ეკომართვის ბილეთზე. შესაბამის ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა 31 აგვისტოს მოაწერა.

ბრძანებას, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხებია მოცემული.

ბრძანების თანახმად, ცვლილება „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

Print