ახალი ამბები
შავ ზღვაში შტორმის გამო ბანაობა აიკრძალა
შავ ზღვაზე ამ დროისთვის საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული, შტორმის ბალი 5-ს, ტალღების სიმაღლე კი 4 მეტრს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყება დამსვენებლებს აფრთხილებს, რადგან ამავე ცნობით, ზღვაში ბანაობა აიკრძალა.

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება...მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების რეკომდენაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე.




Print