ახალი ამბები
სუს-ში კახა მიქაიას გამოკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელის კახა მიქაიას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მიქაიამ ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე უთხრა, კარგია, რომ სუს-მა ზუგდიდის მერთან დაკავშირებულ ჩანაწერზე მოკვლევა დაიწყო. მან ასევე აღნიშნა, რომ უწყებაში აღნიშნული ჩანაწერის  სრული ვერსია მიიტანა.

„კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. მე დღეს მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს 1:57 საათს და მე ამ ჩანაწერს გადავცემ ანტიკორუფციულ სამსახურს. ტელევიზიებით მხოლოდ 2 წუთიანი ჩანაწერი მოისმინეთ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია“, - განაცხადა მიქაიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერი სრულიად ახალია და მისი მოპოვების გზებზე მხოლოდ ანტიკორუფციულ სამსახურში ისაუბრებს.

როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მაღალჩინოსნებს ფული გადაუხადა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print