ახალი ამბები
მთავრობამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა
საქართველოს მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში სასულიერო პირებსა და ილია მეორეს შეხვდნენ.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის პოზიცია, ასევე,სხვა კონფესიის წარმომადგენლების პოზიცია და რა თქმა უნდა, ზოგადად საზოგადოების განწყობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გაფორმდება მთავრობის უახლოეს სხდომაზე““, - აღნიშნა კობახიძემ.

ამ ეტაპზე პარლამენტში კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია.

ფოტო: NEWS.On.ge

ამავე თემაზე:

ზუგდიდელების აზრი მარიხუანის მოყვანასა და ექსპორტზე (ვიდეო)

საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
Print