ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს. ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი საქართველო კონსტიტუციაზე დადო.

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენრტის მოვალეობას. ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთთილდღეობაზე, ჩემი ხალხის და მამულის აღმორძინების და ძლევამოსილებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინაუგურაციის ცერემონია თელავში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს ხელისუფლების, საკანონმდენლო ორგანოს, უცხო ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლების და მოწვეული სტუმრები, სულ 1800 ადამიანი დაესწრო.

პრეზიდენტმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საპროგრამო სიტყვით მიმართა, შემდეგ კი საქართველოს სამხედრო ძალებისგან სამხედრო სალამი მიიღო.


Print