ახალი ამბები
2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები აღარ იქნება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. როგორც მან განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება.

2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.


Print