ახალი ამბები
ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრის გამოკითხვას ითხოვს
ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურაში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გამოკითხვას ითხოვს. მან უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„შევეხეთ ყველა დეტალს, მათ შორის საქმის ახალ გარემოებებს, რომელიც გამოიკვეთა ამ დროის განმავლობაში. გამოკვეთა სხვა  სავარაუდო დამნაშავე პირები, იგივე ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. რაზეც საუბრობს  მეშვიდე სკოლის მასწავლებელი თავის წერილში. ეს იმას ნიშნავს, რომ იას შემთხვევა არ იყო ერთეული. ვითხოვ განათლების მინისტრის და ყველა იმ პირის გამოკითხვას და შემდგომ დასჯას ვინც მონაწილეობდა ამ დანაშაულში“, - თქვა მან.

ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურატურაში, მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია პროკურატურაში გამოიკითხება

პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება დაიწყო

ია კერზაიას შვილი კახა ფარცვანიას გადადგომას ითხოვს

დეპუტატმა მინისტრს, სავარაუდოდ, ზუგდიდელი პედაგოგის წერილი წაუკითხა, რომელშიც საარჩევნო დავალებაზეა საუბარი

Print