ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თხილის ხარისხიანი მოსავლისთვის ერთობლივ მუშაობას გეგმავენ
თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი თხილის მოსავლიანობის და ხარისხის გაზრდის კუთხით ერთობლივ მუშაობას გეგმავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მხარეებს შორის მოხდა ინფორმაციების გაცვლა და პოზიციების შეჯერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სურვილი დაფიქსირდა. რა ფორმით და როდიდან დაიწყება ერთობლივი მუშაობა, ამაზე ახლა ვთანხმდებით. თხილი სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. აქედან გამომდინარე, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ეფექტიანი იქნება იმ შედეგის მისაღწევად, რომელიც დავისახეთ - გავზარდოთ მოსავლიანობა და ბაზარს სტაბილურად მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქტი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

მისივე განმარტებით, დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, მოხდება სპეციალისტების გადამზადება. თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება გამსხვილდება ლაბორატორიული კონტროლის გაუმჯობესებასა და თხილის დაავადებების პრევენციაზე.


Print