ზუგდიდის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
11:00 / 13.03.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.
გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე ცნობით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე უნდა გამოცხადდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.
ორშაბათიდან შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა.
დროებით გაუქმდება მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. ამასთან, კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეების მიღება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კომუნიკაციის სატელეფონო ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები ტელეფონის შემდეგ ნომრებზე მიიღონ: 591 44 75 46, +995599154025, +995591445320, 599525238; ელ ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.
ამავე ცნობით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე უნდა გამოცხადდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.
დროებით გაუქმდება მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. ამასთან, კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეების მიღება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კომუნიკაციის სატელეფონო ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები ტელეფონის შემდეგ ნომრებზე მიიღონ: 591 44 75 46, +995599154025, +995591445320, 599525238; ელ ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.
მასალის გამოყენების პირობები