ახალი ამბები
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის სამეგრელოდან 4 პირი კარანტინში გადაიყვანეს
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, მარტვილიდან და ჩხოროწყუდან იძულებით კარანტინში 4 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" აღნიშნული მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებმა უთხრეს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები თვითნებურად ცდილობდნენ გადაადგილებას და არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 125-მდე პირი იმყოფება.
Print