ახალი ამბები
სოხუმის ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა
სოხუმის ცენტრალურ ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა, წერს "აფსადგილ ინფო". ბაზრის ადმინისტრაციის ცნობით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, იგეგმება სავაჭრო ობიექტების სანიტარული დამუშავება.

ბაზრის დირექტორის ალხას გურგულიას ინფორმაციით, ღონისძიებების ჩატარება ყოველდღიურად იგეგმება, თუმცა ბაზარი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და ჯერჯერობით კარანტინის დაწესების საკითხი არ დგას. 

მანამდე აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის შესახებ.

გარდა ამისა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სასკოლო არდადეგები 23-29 მარტის ნაცვლად, 16 -დან 22 მარტამდე გამოცხადდა.

"ჯანდაცვის სამინისტროს" მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.




Print