ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე არის გაოქვეყნებული.

ამავე ცნობით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული ერთი მოქალაქეა.

ამ წუთისთვის, საიტის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 259.

Print