ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამავე ცნობით, სულ საქართველოში ინფიცირების 48 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 მოქალაქე გადის.

Print