პრემიერ-მინისტრი: მაღაზიებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს
15:48 / 21.03.2020
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მაღაზიებში სპეციალური ზომები უნდა დაწესდეს,
რაც იმას გულისხმობს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.
"მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და რა თქმა უნდა ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ტრანსპორტშიც იქნება სპეციალური პირობები მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. ის 21 აპრილამდე შენარჩუნდება.
მანამდე პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა.
"მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და რა თქმა უნდა ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. ის 21 აპრილამდე შენარჩუნდება.
მანამდე პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები