ახალი ამბები
ზუგდიდელი ექიმი მოქალაქეებს უფასო ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს
ზუგდიდის კანისა და ვენეროლოგიურ სნეულებათა რეგიონალური დისპანსერის დირექტორი, ექიმი- დერმატოლოგი გიორგი ქორთუა მოქალაქეებს მომსახურებას ონლაინ რეჟიმში, უფასოდ სთავაზობს.

„სხვა გზა არ არის - როგორმე უნდა დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და გავამხნევოთ. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სრულ იზოლაციაში აღმოჩდნენ“, - უთხრა მან რადიო „ათინათს“.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევში მოქალაქეებს უფასო ონლაინ კონსულტაციებს VIBER-ისა და WhatsApp-ის მეშვეობით, ნომერზე 551 93 75 75 გაუწევს.

Print