ახალი ამბები
ლალი დარახველიძე: კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ორივე პაციენტის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ ჟულნალისტებს ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში რჩება, მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ჩაუტარდა კვლევები, მკურნალობა გრძელდება. მის გადაყვანასთან დაკავშირებით არაფერი არ იგეგმება.

"პაციენტს თქვენ იცით, რომ მას COVID – 19 დაუდასტურდა. კვლევები ჩატარებულია, მკურნალობა გრძელდება და მის გადაყვანასთან დაკავშირებით არაფერი არ იგეგმება. თანხმლების დაავადებები იმ პაციენტს ასეთი სხვა არა აქვს არაფერი. ერთადერთი რისკ ჯგუფი არის ის, რომ ის არის 67 წლის. ვიცი, რომ მისი მეუღლეც გადაყვანილია თვითიზოლაციაში. სხვა წევრები ოჯახში არ ყოფილა", - აღნიშნა დარახველიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გადაყვანილ კიდევ ერთ პაციენტს, მედიკოსის თქმით, მას ჰქონდა ზოგადი ჩივილებით ცხელებაზე, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისიც დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

"ის დაკვირვების ქვეშ არის და მკურნალი ექიმი მოგახსენებთ მერე, თუ საჭირო იქნა მისი გადაყვანა. ჩატარებული იყო მასზე ნაცხის კვლევა ლუგარში და უარყოფითი იყო პასუხი. დღეს მე-15 დღეა, სუფებრილური ტენპერატურა იყო და იმიტომ იქნა ჩვენთან გადმოყვანილი და დაკვირვების ქვეშ არის, თუ იქნა საჭირო ნაცხია აღება, იმასაც ავიღებთ. გაიდლაინის მიხედვით მიდის მკურნალობა.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებლი ნიშნებით წუხელ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ზუგდიდში 20 მარტს ჩამოვიდა. პაციენტს ჩამოსვლის დროს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

კიდევ ერთი პაციენტი, ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურ სადმყოფოში გუშინვე გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

ინფორმაციისთვის, 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.






Print