ახალი ამბები
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის პირბადეების დარიგების ორგანიზატორები 15 000 ლარით დაჯარიმდნენ
საპატრულო პოლიციამ ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზაცია "ახალი ლიდერების ინიციატივა" 15 000 ლარით დააჯარიმა. ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

"სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მოქალაქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ზემოაღნიშნული ნივთების მიღებას ცდილობდა.

ამავე თემაზე:

ქულების დაწერის და პიარის დრო არ არის — იმნაძე ზუგდიდში პირბადეების დარიგებაზე

ზუგდიდის მერი ენმ-ს მოუწოდებს, რომ მოქალაქეები საფრთხეში არ ჩააგდოს 

ნიკა მელია ზუგდიდზე: ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს (ვიდეო)
Print