ახალი ამბები
სოხუმმა ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა
სოხუმმა რუსეთთან "საზღვარი" ჩაკეტა. შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, "აფხაზეთში შესვლა ეკრძალება უცხო ქვეყნის და აფხაზეთის მოქალაქეობის არქმონე პირებს", წერს "აფსნიპრესი".

ამავე ინფორმაციით, გამონაკლისი დაიშვება რუსი დიპლომატებისა და ფედერალური სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე რუსეთიდან შემოსულ ტვირთებზე. შეზღუდვა 20 აპრილამდე მოქმედებს.

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის "მთავრობამ" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


ამავე თემაზე: 

სოხუმი კორონავირუსის გამო ხვალიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

Print