ახალი ამბები
ზუგდიდში ტაძარი გაძარცვეს 
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ამავე ცნობით ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური.

"წუხელ მოიპარეს სავარაუდოდ. დღეს რომ მოვიკითხეთ აღარ იყო. თვითონ ტაძრის კარი არ იკეტებოდა, რადგან მშენებარეა და მშენებლები შედიოდნენ. გალავნის კარი იკეტებოდა, სავარაუდოდ ბოროტმოქმედები იქიდან შემოვიდნენ. წაღებულია მოვერცხლილი საცეცხლური, მაცხოვრის ხატი და მოოქროვილი ტრაპეზის ჯვარი",- უთხრა რადიო "ათინათს" ეპარქიის მდივანმა, მღვდელმა დიმიტრი ვეკუამ.

მისივე ცნობით, მომხდარის შესახებ მათ უკვე აცნობეს პოლიციას. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.



Print