ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 42 პირი რჩება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 291 ადამიანი რჩება, ზედამხედველობა კი 1007 მოქალაქეს მოეხსნა.

დღევანდელი მონაცემებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 42 პირი იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ ტესტირება 116 პირს ჩაუტარდა, ყველა მათგანის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია. კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან რუხის საავადმყოფოში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ხუთით გაიზარდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირების 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 605-ს შეადგენს. 

Print