ფოტო გალერეა
სოხუმი: 6 ათასზე მეტი ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტი გაუცემელი რჩება
დე ფაქტო აფხაზეთის საპასპორტო სამმართველოს განყოფილებებში 6 600 მზა პასპორტი ამ დრომდე გაუცემელია. ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიას სამმართველოს უფროსმა ედუარდ მანარგიამ განუცხადა. მან მოქალაქეებს მოუწოდა მოვიდნენ და გაიტანონ მათ სახელებზე დამზადებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

მანარგიამ აღნიშნა, რომ ახალი ნიმუშის აფხაზური პასპორტების გაცემა, დაჩქარებული წესით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისივე თქმით, 12 აპრილის მონაცემებით, სამმართველომ 71 700 დოკუმენტი მიიღო, დაიბეჭდა - 65 900 ბლანკი.

პასპორტიზაციის პროცესი დე ფაქტო რესპუბლიკაში 2016 წლის მაისში დაიწყო. ძველი ნიმუშის პასპორტების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერში იწურება.



Print