რეგიონი
ფილმი "დაისის მიზიდულობა" სარაევოს კინოფესტივალზეა წარდგენილი
12-20 აგვისტოს ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქი სარაევო საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. სალომე ჯაშის ფილმი "დაისის მიზიდულობა" ფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.

ფილმი საქართველოს და გერმანიის კოპროდუქციაა. იგი რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის (წალენჯიხის და ტელევიზია "ჯიხას") შესახებ მოგვითხრობს. აქ რიტუალები, ტრადიციები, ნორმები, დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს და თანამედროვე მსოფლიოს ანარეკლიც იჭრება.

ფილმის მსოფლიო პრემიერა "ნიონის" კინოფესტივალზე მაისში შედგა,სადაც სალომე ჯაშმა მთავარი ჯილდო "The Main Prize of Regard Neuf section" მოიპოვა.

წალენჯიხის ტელევიზია „ჯიხაზე“ მომზადებული ფილმი კონკურსის ლაურეატია (ვიდეო)
Print